რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური - ევროპა მოლდოვის ოკუპაციისთვის ემზადება

ევროპა მოლდოვის ოკუპაციისთვის ემზადება, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

„ბრიუსელი მოლდოვის ოკუპაციის გეგმებზე უარის თქმას არ აპირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება საგარეო ჩარევას არ მოითხოვს. ჯარების განლაგება მოგვიანებით იგეგმება. საბაბის მოძებნის მიზნით დნესტრისპირეთისა და რეგიონში განთავსებული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა იგეგმება. შესაძლო ვადად 30 ნოემბერი განიხილება, როდესაც დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში არჩევნები ტარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „ამ ეტაპზე მოლდოვის ოკუპაციის მიზნით ნატო-ს ჯარების თავმოყრა რუმინეთში, მოლდოვის საზღვართან ახლოს მიმდინარეობს“.

„დნესტრისპირეთის დაშინების მიზნით ნატო-ს დესანტის გადასხმა უკრაინის ოდესის ოლქში იგეგმება. არსებული მონაცემებით, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა. სცენარი რუმინეთში ნატო-ს სამხედრო წვრთნების დროს არაერთხელ დამუშავდა და შესაძლოა, მოლდოვაში 28 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ევროპელებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების ეშინიათ და პატარა მოლდოვაზე შურისძიება სურთ“.

„ევროპელ მაღალჩინოსნებს ეშინიათ, რომ ბრიუსელისა და კიშინიოვის მიერ მომზადებული არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, მოლდოვის მოქალაქეები საკუთარი უფლებების დასაცავად ქუჩებში გამოვლენ. შედეგად, პრეზიდენტ სანდუს თხოვნით, ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები მოლდოველებს აიძულებენ, რომ ევროპული დემოკრატიის საფარქვეშ ამოფარებული დიქტატურა მიიღონ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს