ირაკლი ნადირაძე - დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ

დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ირაკლი ქარსელაძესთან ერთად აზარაშვილის, ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავებაც სურთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა ახლა მათზე ერთგვარი ზეწოლა მიმდინარეობს და მათ მოქმედებებს აკვირდებიან.

„დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმს ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, რადგან არა მარტო ქარსელაძეს, არამედ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, აზარაშვილის დაჭერაც უნდათ, ასევე ღარიბაშვილისა და მისი ახლო ნათესავებისაც კი, ამიტომ პრაქტიკულად ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში მიდის ამ ხალხის დაკითხვა, გამოკითხვა. ივანიშვილს მათზე განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქვთ ახლა, რომ 4-მდე თქვან, საზოგადოებას უთხრან ყველა იმ დანაშაულებრივი კორუფციული სქემების შესახებ, რომელშიც ჩართული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”. ჩვენებები და მტკიცებულებები ამ ადამიანებს გააჩნიათ, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ამ ადამიანების გამოკითხვა, რომ ერთგვარი ზეწოლა იყოს მათზე და დააკვირდნენ ივანიშვილის დასაჭერ ობიექტებს, თუ ვინ და როგორ იქცევა“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა