შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნას - სამწუხაროა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ამჟამად წარმოუდგენლად დაბალ დონეზეა, ისინი უნდა დაუბრუნდეს სათანადო დინამიკასა და მოცულობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნას ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დოქტორი კარტოზია, როგორც მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დიდად დაფასებულია როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სადაც, აკადემიური მოღვაწეობის გარდა, იგი დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით.

,,გულითადად ვულოცავ პროფესორ დოქტორ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნას. ის ფაქტი, რომ დოქტორი კარტოზია, როგორც მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დიდად დაფასებულია როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სადაც, აკადემიური მოღვაწეობის გარდა, იგი დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით - დამსახურების ჯვრით, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ამ დანიშვნას.

არ არსებობს გერმანიასთან კავშირის მქონე ქართველი და საქართველოსთან კავშირის მქონე გერმანელი, რომლებმაც არ იციან ორი ქვეყნის ურთიერთობებში მისი როლის შესახებ. სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ დოქტორი კარტოზია ყოველთვის იყო გერმანიაში საქართველოს ელჩი, ოფიციალურ დანიშვნამდეც კი. აღნიშნული პირადი და აკადემიური კვალიფიკაცია უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს ნებისმიერი ელჩისთვის, რათა იყოს ნამდვილი ხიდი და არა კედელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.

სამწუხაროა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ამჟამად წარმოუდგენლად დაბალ დონეზეა. ისინი უნდა დაუბრუნდეს სათანადო დინამიკასა და მოცულობას, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ლეგიტიმურობის პრინციპების ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დაიწყო”, - წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია