მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

პრესსამსახურის თანახმად, დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა.

„ღონისძიებაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის თემაა - „ერთად უკეთესია: 80 წელი და მეტი მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის" .

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე.

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.

„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის შეხვედრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე