დონალდ ტრამპი - უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება დიდი არმიის შეჩერებას, რაც საოცარია - რუსეთი არ გამოიყურება გამორჩეულად

უდიდესი პროგრესი, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია, სიმართლე გითხრათ, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება დიდი არმიის შეჩერებას, რაც საკმაოდ საოცარია - რუსეთი გამორჩეულად არ გამოიყურება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპმა გაიმეორა, რომ ეს არის ომი, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცების დამსახურებით გრძელდება, რაც რუსეთისთვის კარგი არ არის. ასევე, ტრამპის თქმით, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება.

„უდიდესი პროგრესი იმაშია, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია, როგორც იცით. ის ეცემა. და, სიმართლე გითხრათ, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება ამ ძალიან დიდი [რუსული] არმიის შეჩერებას. ეს საკმაოდ საოცარია. ეს ომია, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო და ხალხი ამბობდა, რომ ის ძალიან სწრაფი იქნებოდა, და უნდა აღიარო უკრაინელი ჯარისკაცებისა და ყველას დამსახურება, ვინც ჩართულია. ეს ჯერ გრძელდება.

ეს კარგი რამე არაა რუსეთისთვის. ეს სწრაფი უნდა ყოფილიყო და რუსეთი ძალიან გამორჩეულად არ გამოიყურება სამ წელიდან-ნახევრიანი ბრძოლის ფონზე. და, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება”,-განაცხადა ტრამპმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში