მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს, და იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება.

„შეხვედრისას ყურადღება პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე გამახვილდა, საერთო გამოწვევების დაძლევის მიზნით. მინისტრებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს, გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება. ასევე, ხაზი გაესვა საფრანგეთის მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საუბარი, ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მაკა ბოჭორიშვილმა ფრანგ კოლეგას საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა