გიორგი ბოტკოველი მიხეილ ყაველაშვილზე - გაერო-ში მოვისმენთ სუფლიორით წაკითხულ განცხადებას, კოპირებულს იმ წერილიდან, რაც ვითომ ტრამპს გაუგზავნა - იქნება მაამებელი პოზიცია რუსული რეჟიმისა და პუტინისთვის

გაერო-ში მოვისმენთ სუფლიორის მეშვეობით წაკითხულ განცხადებას, კოპირებულს იმ წერილიდან, რაც ვითომ დონალდ ტრამპს გაუგზავნა - იქნება მეტი მაამებელი პოზიცია რუსული რეჟიმისა და პირადად პუტინისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას რუსეთს კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ „მათ მხარდამხარ იბრძვიან, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“.

„გაეროში პრეზიდენტის რა განცხადება უნდა მოვისმინოთ? მოვისმენთ სუფლიორის მეშვეობით წაკითხულ განცხადებას, რომელიც კოპირებული იქნება იმ წერილიდან, რაც ვითომ დონალდ ტრამპს გაუგზავნა. ალბათ უფრო გამკაცრებული და უფრო მეტი ბოღმა ჩადებული, უფრო მეტი მაამებელი პოზიცია რუსული რეჟიმისა და პირადად პუტინისთვის, რათა იქიდან დაანახონ, რომ აქაც „ჩვენ შენს მხარდამხარ ვიბრძვით, ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ამასთან, მან 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„არანაირ დაძაბულობას, არანაირ უკანონობას არავინ არ აპირებს. იქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის ბევრი გულანთებული, პატრიოტი მოქალაქე, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრავს სწორედ იმ მოლოდინებს, რომელ მოლოდინებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ფაქტობრივად, პიკეტირებაა, როდესაც ამდენი ადამიანი დგას ქვეყნის მთავარ მოედანზე. ეს არის პიკეტირება იმ მოედნის, სადაც იდგება ძალიან ბევრი ქართველი, საქართველოს მოქალაქე, გულანთებული პატრიოტი ადამიანი. რაც შეეხება კონკრეტულად ვის რა პოზიცია გააჩნია, ჩვენ ვიქნებით მონაწილეები ამ პროცესის, საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქესთან ერთად, რომელიც შეიკრიბება. ამაზე საუბრობს, თითქმის, ყველა ჩვენს ქვეყანაში, რომ 4 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მე პირადად ვემხრობი, რომ დასრულდეს რუსული რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად ავიწროებს ყულფს ჩვენი ქვეყნისას, რათა სამუდამოდ დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან, აქედან გამომდინარე, თითოეულმა ადამიანმაც დაკარგოს კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან და გახდეს რუსული მმართველობის ჩაკეტილი ქვეყანა. მე 4 ოქტომბერს, ოთხ საათზე, ჩემს ოთხ შვილთან ერთად მივდივარ“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე