შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, იმ მართლაც საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი აწარმოებს

ვხედავთ, იმ მართლაც საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი აწარმოებს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მთავრობების ფუქციონირების გლობალური შეფასება, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველი წარმატება არის საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და „არაუშავს, ბრიუსელი თუ რამეს ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს“.

„ეს არის ის მომენტი, „თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას არ დაინახავს“. საქართველოს წარმატება არის ფაქტობრივად მიმოფანტული ქვებით სავსე რიყე, სადაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები გამოდიან, გაიხედებიან, გამოიხედებიან, მაგრამ ხელებს აცეცებენ და არაფრის დანახვა არ უნდათ. აი, ეს მდგომარეობა არის. ამასწინათ მქონდა საუბარი, რომ მეც ჩემი წვლილი მაქვს ამაში შეტანილი - გახსოვთ, რომ სულ რაღაც 2-3 წლის წინ ტერმინოლოგიაში ყველა იყენებდა „აღქმებს“, რომ „არის ასეთი აღქმა საქართველოზე“. თუ დააკვირდებით, მთლიანად ეს ტერმინი პოლიტიკური ლექსიკონიდან მოვასპობინეთ და ფაქტები დავუპირისპირეთ. დღეს ვერავინ ვეღარ საუბრობს, იცით რა, „არსებობს აღქმა, თითქოს ასეა“. თვითონაც ყველა ხვდება, რომ ნებისმიერი ასეთ განცხადებას აღქმებზე, ილუზიებზე და მოლანდებებზე ჩვენ ფაქტებს დავუპირისპირებთ. ეს ტერმინი საერთოდ მოიშთო ქართული პოლიტიკური ლექსიკონიდან რადგან იციან, ნებისმიერ ასეთ მოლანდებას, რასაც გვეტყვიან, ფაქტებს დავუპირისპირებთ. არის ფაქტები, რომელსაც თავად ქმნიან, საკუთარი დაკვეთით ხდება ან თავად აზიარებენ და ეყრდნობიან ამ ანგარიშებს და შეფასებებს. შემდეგ რომ ვეკითხებით აი ფურცელი და ფაქტი, ცაში და ღრუბელში იყურებიან, თითქოს არაფერი სმენიათ და არაფერი მომხდარა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ არც ბრიუსელისთვის და არცერთი სხვა დედაქალაქისთვის, ამას ვაკეთებთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. უპირველეს ყოვლისა, ამას ქართველი ხალხი ხედავს. არაუშავს, ბრიუსელი თუ რამეს ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს. ვხედავთ იმ მართლაც საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი აწარმოებს. ვხედავთ, რა დამოკიდებულებები აქვთ ბრიუსელის მიმართ დიდ სახელმწიფოებს და შემდეგ პატარა სახელმწიფოზე ცდილობენ, რომ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილონ. შედეგი არის ის, რომ თავის თავს იზიანებენ, მაგრამ ამ ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ გამოჩნდება 4 ოქტომბერს არჩევნებზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის