ირაკლი ნადირაძე - ლევან ხაბეიშვილის დაკავება 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის წინ ივანიშვილის შიშის შედეგია

ლევან ხაბეიშვილის დაკავება 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის წინ ივანიშვილის შიშის შედეგია - ძალიან მალე ლევანი იქნება თავისუფალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ეს სამარცხვინო ბრალი შეკერა, სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილს 4 ოქტომბრის და დროშების რევოლუციის ძალიან ეშინია“.

ლევან ხაბეიშვილის დაკავება ივანიშვილის შიშის შედეგია 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის წინ. ფაქტია, ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ლევან ხაბეიშვილით შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ის 4 ოქტომბრის მოახლოებულ ხალხმრავალ, მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაიჭირა. ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის, ძალიან ეშინია დროშების რევოლუციის. ლევანი იყო ამ დიდი აქციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. არ სჭირდება ამას დიდი იურისტობა, მიხვდე რომ ამ ბრალს საერთო არ აქვს არც სამართალთან, არც სამართლიანობასთან, მითუმეტეს არც დანაშაულთან. ამიტომ, ძალიან მალე ლევანი იქნება თავისუფალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ეს სამარცხვინო ბრალი შეკერა, სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა