გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპის კომენტარების შემდეგ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს

დონალდ ტრამპის კომენტარების შემდეგ ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა უფრო სუვერენული უნდა გახდეს.

„უნდა დავინახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია. ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია. ყველა ევროპულ სახელმწიფოს არ შეუსრულებია ის, რასაც ისინი უკრაინას დაჰპირდნენ. უნდა ვნახოთ, რა ფინანსური და სამხედრო შესაძლებლობები გვაქვს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება, რომელშიც მან რუსეთს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, „კარგია როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისთვის“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინთან მისი ძალისხმევა ჯერჯერობით უშედეგოა“, - აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს და უკრაინას შეუძლია ქვეყანა თავდაპირველ ფორმაში დაიბრუნოს.

„მას შემდეგ რაც გავეცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ - იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა. რუსეთი სამ წელიწად-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ