ირაკლი ნადირაძე - 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რათა მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება და შეშინებულ პაპუაშვილს და მის ბელადს ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო

4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რათა მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება და შეშინებულ პაპუაშვილს და მის ბელადს ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი ნადირაძე აღნიშნავს, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომლებიც დროშების მშვიდობიანი რევოლუციისთვის და მშვიდობიანი დამხობისთვის ემზადებიან.

შეშინებულ შალვა პაპუაშვილს და მის პატრონს, ბელადს უნდა ვუთხრათ, რომ ძალადობა არ დარჩება უპასუხო და დაუსჯელი. არავინ გაბედოს, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც იქ მიდიან იმისთვის, რომ 4-ში საღამოს მშვიდობიანად გადაიბარონ ხელისუფლება, აღმართონ ხელი!

თუ ვინმე გასცემს პასუხს ამ ადამიანებს, ეს იქნება ქართველი ხალხი და დიახ, ახალი მთავრობა, ახალი მინისტრი ყველა იმ ადამიანს აგებინებს პასუხს, ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აბსოლუტური კატასტროფაა“ ის, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი თავისი განცხადებით სოლიდარობას უცხადებს „4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობასა და ძალადობას“. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ 4 ოქტომბერს იქნება ძალადობა, პასუხისმგებლობა დაეკისრება ევროკომისიასაც მისი პრესსპიკერის განცხადების გამო.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას „სხვადასხვა დაწესებულების პიკეტირება/ბლოკირების“ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გოგა ხაჩიძის განცხადების შესახებ და აღნიშნა: „ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ - წავლენ სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე, რაც ჩვენ ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როცა ეს მომღერალი ადამიანი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და დღეს საღლიცინოდ აქვს საქმე“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს