Reuters - ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს კალინინგრადის მახლობლად GPS სისტემასთან დაკავშირებული „ხარვეზები“ შეექმნა

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს კალინინგრადის მახლობლად GPS სისტემასთან დაკავშირებული „ხარვეზები“ შეექმნა, - ინფორმაციას Reuters-ი ესპანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც ლიეტუვისკენ მიფრინავდა და რომლის ბორტზეც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი იმყოფებოდა, კალინინგრადის მახლობლად GPS სისტემის სისტემასთან დაკავშირებული „ხარვეზები“ შეექმნა.

თვითმფრინავის ბორტზე მყოფი სამხედრო მეთაურის განცხადებით, კალინინგრადთან ახლოს ფრენისას მსგავსი ინციდენტები საკმაოდ ხშირია.

ასევე, მისი თქმით, ინციდენტს თვითმფრინავზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან ის ფრენისას სამხედრო თანამგზავრებსაც იყენებს.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი, ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის შედეგად აეროპორტში GPS ნავიგაციის სერვისების გათიშვა გახდა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე