კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ შევძლებთ, გავაგრძელოთ ტრამვაის ხაზების მშენებლობა თბილისის მასშტაბით - ეს მნიშვნელოვანი ტრანსპორტი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში წაართვეს თბილისს და თბილისელებს, დავაბრუნოთ

დარწმუნებული ვარ შევძლებთ, მხოლოდ ერთი პროექტით არ შემოვიფარგლოთ და გავაგრძელოთ ტრამვაის ხაზების მშენებლობა თბილისის მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი ტრანსპორტი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში წაართვეს თბილისს და თბილისელებს, დავაბრუნოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ახალი ტრამვაი დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით იმოძრავებს.

„ჩვენ დავაანონსეთ ახალი ტრამვაის ხაზის მშენებლობა, პირველი ხაზი იქნება დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ შევძლებთ, მხოლოდ ამ ერთი პროექტით არ შემოვიფარგლოთ, გავაგრძელოთ ტრამვაის ხაზების მშენებლობა თბილისის მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი ტრანსპორტი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში წაართვეს თბილისს და თბილისელებს, დავაბრუნოთ“,- აღნიშნა კალაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა