კრასნოდარის მხარის გუბერნატორი - კიევის რეჟიმმა ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, უკრაინამ ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნეც ქალაქის ცენტრი, სასტუმრო „ნოვოროსიისკის“ მახლობლად მდებარეობდა.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის განცხადებით, დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სასტუმროს შენობა.

„ნოვოროსიისკზე კიევის რეჟიმის მიერ საშინელი თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ცენტრს დღისით დრონები დაესხა თავს. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, - დაწერა კონდრატიევმა სოციალურ ქსელში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში