დეტექტივი - ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის „დედ ჰასანის“ შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა

ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა - ე.წ. კანონიერი ქურდის დედ ჰასანის შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ხუთი მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძმები მიქაძეები ლევან ჯანგველაძის წინააღმდეგ ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევან ჯანგველაძის ძმა „კანონიერი ქურდია“.

"ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც, გიორგი კაჭკაჭიშვილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ (რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა) და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.

ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ ზემოქმედებას, რადგან ლევანის ძმა "კანონიერი ქურდია". შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" [ასლან უსოიანის] შვილიშვილი.

ოპერატიული ინფორმაციით, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე "თბილისი თაუერთან" შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა",- განაცხადა რობიკო გოგიაშვილმა.

ასევე, სასამართლო პროცესზე სასტუმრო "ამბასადორის" დაცვის უფროსიც დაიკითხა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე სასტუმროში იმყოფებოდა, სასტუმროს კუთვნილი ავტომობილი საეჭვოდ დაზიანდა და კამერებში ასახულმა ერთმა პირმა, რომლის ჩაცმულობის გამო, მისი სახის დანახვა შეუძლებელი იყო, ეჭვები გაუჩინა.

"დამირეკა დაცვის თანამშრომელმა და მითხრა, რომ სასტუმროს კუთვნილ მანქანას საქარე მინა ჰქონდა დაზიანებული. ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ მოვითხოვეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, მეც დავინტერესდი და ვიდეო/კამერების ჩანაწერების დათვალიერება დავიწყე. კამერებში ჩანს, რომ მანქანის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში ვიღაც პიროვნება ტიციან ტაბიძის სკვერიდან გამოდის. თუ მანქანა გასროლით დაზიანდა, ეს სწორედ აქედან უნდა ყოფილიყო. იმ პიროვნებას სახეზე ქურთუკი აქვს აფარებული და ქუდი ახურავს, ასევე ამ დროს სასტუმროში სწორედ ლევან ჯანგველაძე იმყოფებოდა",- განაცხადა სასტუმრო "ამბასადორის" დაცვის უფროსმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე