გიორგი ტუმასიანი - საგარეო საქმეთა სამინისტრო დაყვანილია პიროვნულ-პარტიულ კონტროლზე, რომელიც ივანიშვილის გავლით მიდის მოსკოვში - თანამდებობები გარყვნეს

საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტის, „ერთობის წევრის“, გიორგი ტუმასიანის განცხადებით, ხელისუფლების განცხადება, რომ საელჩოების კომუნიკაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან ვენის კონვენციის დარღვევაა, არის სიცრუე, რადგან მსგავსი პრაქტიკა უკვე 13 წელია არსებობს.

აღნიშნულით ტუმასიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის დაბარება შეაფასა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, საქართველოში ფაქტობრივად გაუქმებულია მართვის სისტემა, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი კომპეტენტური კადრების გარეშეა დარჩენილი და მთლიანად პიროვნულ-პარტიულ კონტროლზეა დაყვანილი.

„ე.წ. „ქართული ოცნება“, სინამდვილეში კი „რუსული ოცნება“ 13 წელია ხელისუფლებაშია... ახლა გაახსენდათ, რომ, თურმე სამოქალაქო საზოგადოებასთან საელჩოების კომუნიკაცია, ვითომ ვენის კონვენციას არღვევს. ცხადია, ეს არის ტყუილი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ 13 წელია ეს პრაქტიკა არსებობს და ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს აქცენტი არ გაუკეთებია. სინამდვილეში ხდება ის, რომ საქართველოში გაუქმებულია მართვის სისტემა, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო მთლიანად დაცლილია კომპეტენტური კადრებისგან და დაყვანილია პიროვნულ-პარტიულ კონტროლზე, კერძოდ ეს კონტროლი ბიძინა ივანიშვილის გავლით მიდის მოსკოვში”, - განაცხადა ტუმასიანმა.

ამასთან, ტუმასიანმა ერეკლე მეორეზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიული პარალელის გავლება ერეკლე მეორის ეპოქასთან შეცდომაა, რადგან მაშინ და დღეს რეალობები განსხვავებულია.

როგორც ტუმასიანი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში ახალი „გეორგიევსკის ტრაქტატია“, რომელიც სახელმწიფოებრიობის გაუქმებას ემსახურება.

„ეს არის სპეციალურად დაწერილი განცხადებები იმისათვის, რომ გადაითარგმნოს რუსულად და წავიდეს მოსკოვში. პრაგმატული პოლიტიკა იყო და დღესაც იმავეს ვაკეთებთო. ამ შემთხვევაში ისტორიული პარალელი მიუღებელია, რადგან საუბარია სხვა ისტორიულ რეალობაზე და დღეს მათი ისტორიული აგენტობაა.

რუსეთმა იმ დროსაც გვიღალატა. შემდეგ ქართლ-კახეთის ანექსია ვის არ ახსოვს?! რას გვთავაზობენ ახალ „გეორგიევსკის ტრაქტატს“, რომლის მეშვეობითაც ახალი ანექსია მოხდება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმება?! ეს არის მათი დღის წესრიგი?!

თანამდებობები გარყვნეს. პარლამენტის თავმჯდომარე ისე იქცევა, რომ ეს თანამდებობა მერე ისევ უნდა მოვაწესრიგოთ, რათა არ იყოს პაპუაშვილის განცხადებებთან ასოცირებული. ვენის კონვენციას ვინმე თუ არღვევს ესენი არიან“,- განაცხადა ტუმასიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო