Reuters - ევროკავშირი რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის 130 მილიარდ ევრომდე “სარეპარაციო სესხს” ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის 130 მილიარდ ევრომდე “სარეპარაციო სესხს” ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი უკრაინისთვის 130 მილიარდ ევრომდე ე.წ. “სარეპარაციო სესხს” ამზადებს, თუმცა დაფინანსების საბოლოო ოდენობა 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებების შეფასების შემდეგ იქნება დადგენილი, რომელსაც “მსოფლიო სავალუტო ფონდი” ჩაატარებს.

რუსული გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის "სარეპარაციო სესხის" იდეა პირველად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 სექტემბერს გააჟღერა.

სესხის მიზანია, უკრაინას თავდაცვის დაფინანსებაში დაეხმაროს და კიევს მისი დაბრუნება მხოლოდ მაშინ მოუწევს, როდესაც რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გადაიხდის რეპარაციებს. რისკების გარანტორები ევროკავშირის ქვეყნები და, შესაძლოა, “დიდი შვიდეულის” სხვა სახელმწიფოებიც იყვნენ.

ევროპაში მდებარე 210 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივებიდან უდიდესი ნაწილი ბელგიურ სადეპოზიტო Euroclear-ში ინახება. გამოცემის წყაროების თქმით, ამ აქტივებიდან 175 მილიარდი ევრო უკვე განაღდდა და ახალი სესხის ბაზისი შეიძლება გახდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა