ჯეი დი ვენსი - თუ რუსები უარს იტყვიან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებზე, ძალიან, ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის - ეს პოზიციის შეცვლა არ არის, ეს არსებული რეალობის აღიარებაა

თუ რუსები უარს იტყვიან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებზე, მგონი, ეს ძალიან-ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ცხადი გახადა პრეზიდენტმა ტრამპა და ეს არ არის პოზიციის შეცვლა, არამედ მიწაზე არსებული რეალობის აღიარებაა.

"პრეზიდენტი [ტრამპი] ვლადიმერ პუტინს ეუბნება, რომ მკვლელობების შეწყვეტის დროა და ამას ზელენსკისაც ეტყვის - რეალურად, ზელენსკის უკვე უთხრა ეს, მას ამ ომის დასრულება სურს და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მის დასასრულებლად. თუ რუსები უარს იტყვიან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებზე, მგონი, ეს ძალიან, ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა ეს ცხადი გახადა. ეს პოზიციის შეცვლა არ არის, ეს მიწაზე არსებული რეალობის აღიარებაა, და ტრამპის ადმინისტრაციაში ყოველ დღე გავაგრძელებთ მშვიდობისთვის ბრძოლას”,-განაცხადა ვენსმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს