თინა ბოკუჩავა - შეხვედრები გვქონდა ევროკომისიაში - ვმუშაობთ, რათა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე, ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, ფინანსურ ელიტაზე, მოძალადეებსა და მოსამართლეებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ევროპარლამენტის წევრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრებს, ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სანქციები დაწესდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის საგარეო უწყებაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში. მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საქართველოს მილიონობით მოქალაქე დააყენა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე - ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, ფინანსურ ელიტაზე, მოძალადეებზე, მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არ დასანქცირდეს საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ივანიშვილის მიზანი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციები დაწესდეს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, იქნება ეს ფინანსური სანქციები თუ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება მიზნობრივ ჯგუფებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება