ირაკლი ფავლენიშვილი - როგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამ

როგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამ. მისი მეგობრები, თანამებრძოლები პირობას ვდებთ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ 4 ოქტომბერს ამ ანტიქართულ რეჟიმს! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე აბსურდული ბრალით დააკავეს პარტიის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.

„რატომ დააკავეს? იმიტომ, რომ ლევან ხაბეიშვილმა გააჩინა რწმენა, მტკიცე რწმენა, რომ სისტემა აუცილებლად დაიშლება ბოლომდე. ისედაც იშლება ეს სისტემა. დავინახეთ, რომ ყველა მისი დაპირება სრულდებოდა, რასაც ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა. სისტემა ერთმანეთს შიგნით არათუ იჭერს, კლავს კიდევაც. ერთმანეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში არიან შესულები.

ამ დროს, ქართველი ხალხის კონსოლიდაციის, მობილიზების შემთხვევაში გაირღვევა. 4 ოქტომბერს ეს აუცილებლად მოხდება. როგორც ლევან ხაბეიშვილს მოექცნენ, ისე მოექცევიან სხვა აქტივისტებსაც, თუ ეს რეჟიმი დარჩება ე.წ. ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, არ დარჩება. როგორც უკანონოდ დააპატიმრეს, პოლიტიკური განცხადების, პოლიტიკური პოზიციის გამო ლევან ხაბეიშვილი, ასე დააკავებენ აქტივისტებსაც, თუ ეს რეჟიმი დარჩა ხელისუფლებაში. ამიტომ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როგორც წამებამ, ცემამ, სიკვდილამდე მიყვანამ ვერ გატეხა ლევან ხაბეიშვილი, ისე ვერ გატეხა ამ უკანონო პატიმრობამ. მისი მეგობრები, თანამებრძოლები პირობას ვდებთ, რომ ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებთ 4 ოქტომბერს ამ ანტიქართულ რეჟიმს! “,- აღნიშნა ფავლენიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე