ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ფიქრობს არეულობის შემოტანაზე - კიდევ ერთი ჩემი მეგობრული გაფრთხილება ამ ადამიანებს, რომ არ წაუცდეთ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაცას წამოკრავენ ფეხს

არეულობის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ მთელი სიმკაცრით ვამოქმედებთ კანონს, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ - ამიტომ, კიდევ ერთი ჩემი მეგობრული გაფრთხილება ამ ადამიანებს, რომ არ წაუცდეთ ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაცას წამოკრავენ ფეხს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი არეულობის მცდელობაა“.

„არიან კონკრეტული ძალები, იგულისხმება მთლიანად, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მუდმივად ფიქრობს ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანაზე. ეს არ შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში. რაც შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში, ის უზრუნველყოფილი იქნება - ეს არის მშვიდობა და სიმშვიდე. მათი დღის წესრიგია არეულობის მცდელობა, ჩვენი დღის წესრიგია ქვეყანაში მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღის წესრიგი გაიმარჯვებს.

თქვენ გახსოვთ „ლელოს“ თანამშრომლის, ელისაშვილის განცხადება გაფიცვასთან დაკავშირებით. ისინი აპირებენ გაფიცვების მოწყობას, თუ არჩევნებს მოიგებენ. მერე, სხვებმა უარყვეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა, ასეთი აზრები უტრიალებთ ოპოზიციაში. როგორც გასული 13 წლის განმავლობაში, წელსაც მათი გეგმები არის განწირული აბსოლუტური წარუმატებლობისთვის და ფიასკოსთვის.

რაც შეეხება არეულობის ნებისმიერ მცდელობას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ მთელი სიმკაცრით ვამოქმედებთ კანონს, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი ჩემი მეგობრული გაფრთხილება ამ ადამიანებს, რომ არ წაუცდეთ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაცას ფეხს წამოკრავენ. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, რომ ყურადღებით იყვნენ და კანონი არ დაარღვიონ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს