ლაშა ფარულავა - ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეა და ამის გამო მდინარაძემ ის დააკავა - გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ - ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეა და ამის გამო მდინარაძემ ივანიშვილის დავალებით ის დააკავა - გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ. ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ყველანი 4 ოქტომბერს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დროშა ახლა ხალხის ხელშია.

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეა და ამის გამო მდინარაძემ ივანიშვილის დავალებით ის დააკავა. დიახ მეგობრებო, 4 ოქტომბერი ჩვენი დიდგორია, სახელმწიფო დროშა, ჩვენი ხუთჯვრიანი ბაირაღი ლევან ხაბეიშვილმა აქცია 4 ოქტომბრის მთავარ სიმბოლოდ და ეს დროშა არის ჩვენს ხელში, სწორედ ამ დროშით, დიდი ერთიანობით და დიდი წინააღმდეგობით მოვდივართ ივანიშვილის, კობახიძის, მდინარაძის წინააღმდეგ, რადგან მათ შექმნეს რეჟიმი, სადაც პოლიტიკოსებს იჭერენ პოლიტიკური განცხადების გამო, ამიტომ მეგობრებო ეს დროშა ჩვენს ხელშია და ამ დროშით უნდა დავამარცხოთ ეს რუსები. რუსული რეჟიმი დასრულდება. გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ. ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ყველანი 4 ოქტომბერს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება