ლაშა ფარულავა - ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეა და ამის გამო მდინარაძემ ის დააკავა - გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ - ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეა და ამის გამო მდინარაძემ ივანიშვილის დავალებით ის დააკავა - გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ. ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ყველანი 4 ოქტომბერს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დროშა ახლა ხალხის ხელშია.

„ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღეა და ამის გამო მდინარაძემ ივანიშვილის დავალებით ის დააკავა. დიახ მეგობრებო, 4 ოქტომბერი ჩვენი დიდგორია, სახელმწიფო დროშა, ჩვენი ხუთჯვრიანი ბაირაღი ლევან ხაბეიშვილმა აქცია 4 ოქტომბრის მთავარ სიმბოლოდ და ეს დროშა არის ჩვენს ხელში, სწორედ ამ დროშით, დიდი ერთიანობით და დიდი წინააღმდეგობით მოვდივართ ივანიშვილის, კობახიძის, მდინარაძის წინააღმდეგ, რადგან მათ შექმნეს რეჟიმი, სადაც პოლიტიკოსებს იჭერენ პოლიტიკური განცხადების გამო, ამიტომ მეგობრებო ეს დროშა ჩვენს ხელშია და ამ დროშით უნდა დავამარცხოთ ეს რუსები. რუსული რეჟიმი დასრულდება. გეპატიჟებით არა სასეირნოდ, არამედ საზეიმოდ. ერთად ვიზეიმებთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას ყველანი 4 ოქტომბერს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე