ირაკლი კობახიძე გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე - არ მოეწონათ პროტოკოლი ივანიშვილის რეზიდენციაში, დაავიწყდათ, რომ ის გუნდის ლიდერია - ფორმალურად ივანიშვილი პარტიაში პირველი თანამდებობის პირია

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, სწორედ ის ჩაუდგა სათავეში იმ ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს და დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა, საქართველო ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის სწორედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიაში პირველი თანამდებობის პირი, ის არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გახსოვთ, რომ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს თავის დროზე EMAAR-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით, ეს არის 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, სხვათა შორის ინვესტიციის მოცულობაც გაიზარდა 6,6 მილიარდ დოლარამდე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ნახეს, რომ ეს ინვესტიცია ხორციელდება, ახლა უკვე გადაერთნენ სხვა ტიპის სპეკულაციებზე, მათ შორის არ მოეწონათ პროტოკოლი ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში. ზოგიერთ ექსპერტს ისიც კი დაავიწყდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. ფორმალური თვალსაზრისით, ის არის პარტიაში პირველი თანამდებობის პირი, ის არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ასევე ფორმალური მოცემულობის მიღმა, იცით, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის შესახებ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და მთლიანად ქვეყანაში. სწორედ ის ჩაუდგა სათავეში იმ ბრძოლას, რომელმაც დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს. დღეს რომ საქართველოს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა და საქართველო ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით და ყველა მიმართულებით, ეს არის სწორედ პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ამ ფონზე ზოგიერთმა ჩვენმა ოპონენტმა, მათ შორის ე.წ. ექსპერტმა, დღეს აღმოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი.

ყველაფერი იყო დაცული, პროტოკოლი იყო დაცული და რაც მთავარია, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყო ბოლომდე დაცული. ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტნიორობის გაღრმავებას ჩვენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. EMAAR-ის ინვესტიციის გარდა, ჩვენ გვქონდა საუბარი ბევრი სხვა მიმართულებით, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებაზე, ინვესტიციებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი პოლიტიკური კავშირები გავაძლიეროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის