შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტი იყო დონალდ ტრამპის მიღებაზე მიწვეული, ჰქონდა შესაძლებლობა მასთან გასაუბრების ისეთ ფორმატში, სადაც ფოტოგადაღებები არ ხდება - რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ვახშამს, პრეზიდენტი იქ სავახშმოდ არ არის ჩასული, არის საქმეზე

„პრეზიდენტი აშშ-ში სავახშმოდ არ არის ჩასული, არის საქმეზე ჩასული, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს შეეხებოდა, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი არ ესწრებოდა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავისი განრიგი, იყო აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეული. ჰქონდა შესაძლებლობა, მათ შორის, მასთან გასაუბრების ისეთ ფორმატში, სადაც ფოტოგადაღებები არ ხდება“.

„ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასაუბრებოდა. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი. მათ შორის მნიშვნელოვანი საუბარი იყო. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე იყო მათ შორის ჯო უილსონი. იქიდან შეიძლება იკითხოთ და მოიკითხოთ, რა ხდებოდა.

[რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ვახშამს] პრეზიდენტი იქ სავახშმოდ არ არის ჩასული, არის საქმეზე ჩასული. აშშ-ს ხელმძღვანელობს, აშშ-ის პრეზიდენტი. აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრების. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვახშამში მონაწილეობა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს