რაჟდენ კუპრაშვილი საფრანგეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, საფრანგეთის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს, იზაბელ ჟეგუზოს შეხვდა.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე - თამთა კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სიმონია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ნანა ჭანტურიძე.

“ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა ანტიკორუფციული რისკების შეფასების თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს სტრატეგიული დაგეგმვის მექანიზმები და ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კორუფციასთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის არსებობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია