ადვოკატი - ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, თავად ამ საქმეზე გამოკითხული არ არის - რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, საქმის მასალებში, რასაც გავეცანი, მისი გვარი არ ფიგურირებს

კომპანია B.P. TRANS-ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.

როგორც მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ საქმეზე გამოკითხულიც კი არ არის.

„ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. მას ედავებიან გარკვეული თანხების მითვისებას, მასალა მოცულობითია, დაახლოებით, 21 ტომია. ბიჭიკო პაიკიძე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა, მისი უშუალო ჩართულობით ხდებოდა შოვის ტრაგედიის სალიკვიდაციო სამუშაოების, ყველა ტრაგედია, სტიქია, რაც საქართველოში ხდებოდა, სალიკვიდაციო სამუშაოებს ის ატარებდა, ის ყველაფერს მისი ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებდა.

ბატონი პაიკიძე არავის მხრიდან გაფრთხილებული არ ყოფილა, მის მიერ საქართველოს დატოვება მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, საგამოძიებო ორგანოსთვის ცნობილია, რომ მას ძალიან ხშირად უფიქსირდებოდა საზღვრის კვეთა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. მას არაერთი ქირურგიული ჩარევა აქვს გაკეთებული. ახლა სად იმყოფება, ჩემთვის ცნობილი არ არის, რომც ვიცოდე, ვერც მოგახსენებთ.

დავინტერესდი ექსპერტიზის დასკვნით, შესრულებული სამუშაოებია შეფასებული და ის მარტივი ფორმულით არის დაანგარიშებული. დაცვასაც ექნება შესაძლებლობა დამატებით ჩაატაროს ექსპერტიზები.

მისი საკომუნიკაციო მომაცემები არ მაქვს, არც მინდა მქონდეს. ბატონი პაიკიძე ამ საქმეზე გამოკითხული არ არის",- განაცხადა ჭკადუამ.

კითხვაზე, საქმის მასალებში ფიგურირებს თუ არა გირგოლ ლილუაშვილი, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

„რისი გაცნობაც მოვახერხე, იქ ბატონი ლილუაშვილის გვარი არ ფიგურირებს",- განაცხადა ჭკადუამ.

საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

აღნიშნულზე დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს, ის მიმალვაშია.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

დაკავებულებსა და პაიკიძეს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები