დიმიტრი მედვედევი - კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლში უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფარი, რათა დაიმალონ - რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის წინაშე თავშესაფარიც ვერ დაგეხმარებათ

კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლში უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფარი, რათა დაიმალონ - რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის წინაშე თავშესაფარიც ვერ დაგეხმარებათ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის Axios-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ“.

„კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლში უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფარი, რათა დაიმალონ, როცა ის შორ მანძილზე მოქმედ ამერიკულ იარაღს გამოიყენებს. ამ საზარელმა ადამიანმა უნდა იცოდეს: რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის წინაშე თავშესაფარიც ვერ დაგეხმარებათ. ეს ამერიკელებსაც უნდა ახსოვდეთ“, - განაცხადა მედვედევმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ, თუ სად არის თავშესაფრები“.

„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!