„არემჯის“ მხარდაჭერით რიგით მე-11 გეოლოგიის და სამთო საქმის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

„არემჯის“ მხარდაჭერით, რიგით მე-11 გეოლოგიის და სამთო საქმის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.

საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტისა და ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, რიგით მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს წამყვანი სასწავლო უნივერსიტეტებისა (სტუ, თსუ, ილია უნი) და სამეცნიერო ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრებს შორის იყო არემჯის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე. კომპანიის მენეჯერები და წამყვან პოზიციებზე დასაქმებული ინჟინერ-ტექნიკური მიმართულების სპეციალისტები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი, როგორც კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში, ასევე მომხსენებლებს შორის.

მათივე ცნობით, „არემჯის“ გეოტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ქეთი ბენაშვილი, ერთ-ერთი მომხსენებელია, რომელმაც თავის გუნდთან ერთად გეოტექნიკური მოდელირების საკითხებს მიუძღვნა გამოსვლა.

„საკითხის საკონფერენციოდ გამოტანა თემის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. სამთო მიმართულებით უსაფრთხო ოპერირება ჩვენი წარმოებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ვისაუბრე თუ რამდენად მნიშვნელოვანია გეოტექნიკური მიმართულებით ინფორმაციის სწორად მოძიება, დამუშავება და სწორი რეკომენდაციების გაცემა მოქმედი წარმოებისთვის.

ვფიქრობ ეს მოხსენება ასევე საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის. გეოტექნიკა თავისი სპეციფიკით, სირთულითა და კომპლექსურობით ჯერ კიდევ ახალი დარგია, ამიტომ ასეთ კონფერენციებზე სტუდენტებს საშუალება აქვთ დარგის სიახლეებს, საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივ მაგალითებს გაეცნონ“,- აღნიშნა ქეთი ბენაშვილმა.

„არემჯის“ ცნობით, კონფერენციაზე ტრადიციულად, გეოლოგიის დარგისა და სამთო საქმის აქტუალურ საკითხებზე, გარემოსდაცვითი გამოწვევების შეფასებებსა და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზებზე იყო მსჯელობა.

კონფერენციის ისტორიასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა ნოდარ ფოფორაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ფორმატით, დარგის სპეციალისტების შეკრების მნიშვნელობას.

„წლების წინ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა მინერალოგიური საზოგადოება, რათა სისტემატურად შეგვეკრიბა საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ კერძო სექტორში დასაქმებული გეოლოგები და სამთოელები და მოგვესმინა თუ რა პრობლემები, რა კონკრეტული გამოწვევებია დარგში და ერთად გვემსჯელა მათი გადაჭრის გზებზე.

ეს კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც ხდება ყველა იმ საკითხის წამოჭრა, რომელიც პირველ რიგში აწუხებს ამ დარგის სპეციალისტებს. ღონისძიება საერთაშორისოა და მას ყოველწლიურად ესწრებიან და აკვირდებიან ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომლებიც ასევე დიდი სიხარულით გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერა, რომელიც ჩართულია, როგორც კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებში, ასევე შესაძლებლობას აძლევს საკუთარ თანამშრომლებს, წარმოადგინონ ნაშრომები, რომლებიც მომზადებულია კომპანიის მიმდინარე პროექტების მაგალითებზე“,- აღნიშნა ნოდარ ფოფორაძემ.

„არემჯის“ ცნობით, წელს კონფერენცია ერთ დღიანი იყო და დამსწრე საზოგადოებამ 14 მოხსენება მოისმინა. ღონისძიება ცალკე სივრცე დაეთმო სასტენდო მოხსენებებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში