სალომე სამადაშვილი - ტრანსატლანტიკური ფორმატის შეხვედრაზე, სადაც განიხილება, მათ შორის, რუსეთის შეკავების პოლიტიკა, პუტინის რეჟიმის პროქსი არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლების ადგილი არ არის

ტრანსატლანტიკური ფორმატის შეხვედრაზე, სადაც განიხილება, მათ შორის, რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რუსების ადგილი არ არის , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ამით სადამაშვილი გამოეხმაურა შშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი არ ესწრებოდა.

სამადაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება” რუსებს წარმოადგენს და ტრანსატლანტიკური ფორმატის შეხვედრაზე სწორედ რუსები არ მიიწვიეს.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დღეს დასავლეთში აღიქმება არა მხოლოდ არალეგიტიმურ რეჟიმად, რომელსაც დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია, მაგრამ, ასევე, რუსეთის პირდაპირ მოკავშირედ. ყველას შევახსენებ, რომ ივანიშვილი სანქცირებული არის სწორედ რუსეთის ინტერესების გატარებისთვის. პუტინის რეჟიმის პროქსი არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლების ადგილი, ცხადია, რომ ტრანსატლანტიკური ფორმატის შეხვედრაზე, სადაც განიხილება, მათ შორის, რუსეთის შეკავების პოლიტიკა, მათ შორის, ალტერნატიული სატრანზიტო გზების განვითარების პოლიტიკა ჩვენს რეგიონში, იქ რუსების ადგილი არ არის. არ მიიწვიეს “ქართული ოცნება” კი არა, არ მიიწვიეს რუსები და რუსებს წარმოადგენს დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების დაბარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული დიპლომატიის ხერხებით მოქმედებს.

“დღეს, როგორც ჩანს, რუსეთის დავალება არის, რომ საქართველოში მისმა მოკავშირე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, რათა ევროპამ დროულად შეაჩეროს საქართველოსთან ყველა ფორმატის თანამშრომლობა, მათ შორის, როგორც ჩანს, ძალიან ეჩქარება რუსეთს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება სწრაფად მოხდეს და ახლა, როდესაც ახლოვდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დავალება, რომელიც გასცა ლავროვმა თავის ქვეუწყებაზე, რომელსაც დღეს ჰქვია საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში, არის ის, რომ გაფუჭდეს ურთიერთობები ჩვენს მნიშვნელოვან, სტრატეგიულ მოკავშირეებთან ევროკავშირში და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ყველაზე დიდი გავლენა იქონიონ გადაწყვეტილებებზე და, მათ შორის, პირველი არის სწორედ გერმანია. ამიტომ ვხედავთ ჩვენ, რომ აბსოლუტურად რუსული მეთოდებით, რუსული დიპლომატიის ხერხებით ხდება დღეს ძირის გამოთხრა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების პერსპექტივისთვის იმ ქვეყნებთან, რომელთა პოლიტიკაც დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს მხარდაჭერასა და შენარჩუნებას იმ ფორმატებისა, რაც ჩვენ გვაქვს ევროპასთან ურთიერთობაში”, - აღნიშნა სამადაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო