რაჟდენ კუპრაშვილი, საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟულიენ ოგერს შეხვდა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს (HATVP) გენერალური მდივნის მოადგილეს, ჟულიენ ოგერს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე - თამთა კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სიმონია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ნანა ჭანტურიძე.

მათივე ცნობით, უწყებათაშორისი შეხვედრა ეხებოდა კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შეფასების მეხუთე რაუნდის რეკომენდაციების განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობას, ქონებრივი და ინტერესთა შეუთავსებლობის დეკლარაციების სისტემას, უცხოური გავლენის პრევენციასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება