რაჟდენ კუპრაშვილი საფრანგეთის სახალხო დამცველის მოადგილეს, სესილ ბაროისს შეხვდა

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, საფრანგეთის სახალხო დამცველის მოადგილეს, სესილ ბაროისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე - თამთა კაჭკაჭიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ბაღდავაძე, გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი სიმონია, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულების დეპარტამენტის უფროსი - ნანა ჭანტურიძე.

მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით გასატარებელ რეფორმებზე და შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს