პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობას.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა