ირაკლი რუხაძე - ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს ბიზნესს, ჩემ მიმართ სანქციებს არ ველოდები - რაც შეეხება ქვეყნის კურსს, სად არის შეცვლილი?! არ არის

ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, რა თქმა უნდა დააზიანებს [ბიზნესს], - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დააზიანებს თუ არა ქართულ ბიზნესს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.

ამასთან, განმარტა, რომ ის სანქციებს არ ელოდება.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს. რა თქმა უნდა, არ მუშაობს [სანქციები]. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, სანქციები რომ არ მუშაობს შეგიძლიათ წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არა, რა თქმა უნდა“,- აღნიშნა რუხაძემ.

კითხვაზე, რა მოხდება თუ გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რუხაძე პასუხობს: „რატომ? რა დააშავა?! რატომ უნდა დაჯარიმდეს, რა დააშავა?!“.

ამასთან, მორიგ შეკითხვას, არის თუ არა შეცვლილი ქვეყნის საგარეო კურსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რუხაძე პასუხობს: „არა, სად არის შეცვლილი?! რა თქმა უნდა, არ არის“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს