ლიბერთი ბიზნესისთვის - ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“

ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი საიმიჯო კამპანია დაიწყო. კამპანიის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“.

ახალი კამპანიის ფარგლებში ლიბერთი განახლებულ პირობებსა და სერვისებს სთავაზობს თავის ბიზნეს და აგრო მომხმარებელს. მათ შორის, ბიზნეს სესხების პირობები მორგებულია მცირე, აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის სპეციფიკასა და სეზონურობაზე, სადაც გადახდის გრაფიკი შეესაბამება ბიზნესის საჭიროებებს.

ახალი სესხის აღება არა მხოლოდ ბიზნესისა და მეურნეობის განვითარებისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი - აქვე უნდა აღინიშნოს, 50,000 ლარამდე თანხა გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, რაც უფრო მეტად ამარტივებს საბანკო პროცედურებს და მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობას.

„ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება, რამდენიმე წელია დინამიურად იზრდება და არაერთ დამწყებ და მოქმედ ბიზნესს მისცა განვითარების შესაძლებლობა.

ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. მნიშვნელოვანია, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად მიეცეს საყვარელი საქმის განვითარების სწორედ ამ მიდგომაზეა დაფუძნებული ჩვენი ახალი საიმიჯო კამპანია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“.

ახალი შეთავაზების ფარგლებში ბიზნესზე მორგებული პროდუქტები და სერვისები სრულად მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მოქნილად მართონ ფინანსები და მიაღწიონ სასურველ შედეგებს. ჩვენი გუნდი მუდამ ორიენტირებულია თითოეულ მომხმარებელს ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა.“- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ახალი საიმიჯო რგოლის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/cmgBk

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის