„თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი - ბიზნესს 4 ოქტომბრის არ ეშინია - რაც შეეხება სანქციებს, თუ ივანიშვილი დასანქცირდება, ეს ბიზნესს დააზიანებს, ნებისმიერი ბიზნესმენის დასანქცირება დაგვაზიანებს

თუ დასანქცირდება [ივანიშვილი], რა თქმა უნდა [ბიზნესს] დააზიანებს. ნებისმიერი კუთხით დააზიანებს და ნებისმიერი ბიზნესმენის დასანქცირება დაგვაზიანებს ჩვენ, საერთოდ ბიზნესს,- ამის შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ კოხოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დააზიანებს თუ არა ბიზნესს ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირება.

აღნიშნული განცხადება ბიზნესმენმა ჟურნალისტებთან სასტუმრო „პარაგრაფში” გამართული კონფერენციის დასრულების შემდგომ გააკეთა. მისი თქმით, კონფერენციაზე ისაუბრეს ენერგეტიკაზე, განვითარებაზე, მომავალზე.

მისი თქმით, დღეს ბიზნესს „ბიუროკრატია აწუხებს“.

„ბიუროკრატია, რომელზეც ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ აუცილებლად გადაწყდება, რაც შეიძლება სწრაფად“,- განაცხადა კოხოძემ

მან ასევე ისაუბრა შესაძლო სანქციებზე და კითხვაზე როგორ აისახება ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი სანქცირება ქართულ ბიზნესზე, კოხოძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის დასანქცირება არ მოხდება. ასევე მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია ივანიშვილი „ალაგებს თუ არა ბიზნესის გავლით მისი არდასანქცირების საკითხს”.

„ვერ გეტყვით, არ მგონია. ვფიქრობ, რომ არ მოხდება. არ მგონია [დასანქცირდეს]. არ მაქვს ინფორმაცია, რას აკეთებს და როგორ აკეთებს“,- განაცხადა კოხოძემ.

კითხვაზე, იმსახურებს თუ არა ივანიშვილი დასანქცირებას, ასე პასუხობს: „მე ვერ გეტყვით, ახლა, მაგას შესწავლა უნდა, ნახვა უნდა. არ ვარ საქმის კურსში. თუ დასანქცირდება [ივანიშვილი], რა თქმა უნდა [ბიზნესს] დააზიანებს. ნებისმიერი კუთხით დააზიანებს და ნებისმიერი ბიზნესმენის დასანქცირება დაგვაზიანებს ჩვენ, საერთოდ ბიზნესს“, - განაცხადა კოხოძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „4 ოქტომბრის დღე მშვიდად ჩაივლის და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება, კოხოძემ თქვა, რომ ბიზნესს „4 ოქტომბრის არ ეშინია“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!