პაატა კურტანიძე - საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არ უნდა დაასანცირონ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ ამის არანაირი მოლოდინი არ არის

თქვენი ჭირიმე, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არ უნდა დაასანცირონ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ მაგის არანაირი მოლოდინი არ არის, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა, „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ჟურნალისტების კითხვას: „ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირება დააზარალებს თუ არა ბიზნესს?“

ამასთან, მან უპასუხა მედიის კიდევ ერთ კითხვას იმის თაობაზე, „ეშინოდა თუ არა ბიზნესს 4 ოქტომბრის, რადგან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესი დაამშვიდა, რომ 4 ოქტომბერს არაფერი მოხდება“.

„მე არ მახსოვს, რომ 4 ოქტომბერზე და რამე დაშინებაზე იყო [საუბარი]“, - აღნიშნა კურტანიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა