თენგიზ შარმანაშვილი - მიხეილ ყაველაშვილმა ოკუპაციაზე ისაუბრა - სიტყვა „რუსეთს“ დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული

მიხეილ ყაველაშვილმა ოკუპაციაზე ისაუბრა - სიტყვა „რუსეთს“ დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის გაეროში გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა და „რაღაც ბავშვური, გამოგონილი ნარატივებია".

შარმანაშვილის განცხადებით, ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში სწორი აქცენტები დასვა.

„კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მან ოკუპაციაზე ისაუბრა. სიტყვა „რუსეთს" დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული. ასევე, მან მხარი დაუჭირა უკრაინას ყველანაირად, მორალურად, პოლიტიკურად. აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ვინ ეომება უკრაინას, ესეც ყველამ კარგად იცის. ისიც ნათელია, ეს მხარდაჭერაც ვის საწინააღმდეგოდ არის. ეს კრიტიკა უსაფუძვლოა და რაღაც ბავშვური, გამოგონილი ნარატივებია. რაც შეეხება, ზოგადად, გამოსვლას - იყო აბსოლუტურად სწორი აქცენტები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მან მშვიდობას გაუავა ხაზი. მშვიდობა არის ყველაზე დიდი დილემა მსოფლიოში. მეორე - მან განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო მზად არის და ღიაა ურთიერთობის საკითხში, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის იქნება პრიორიტეტული. ვერ ავიტანთ ზემოდან ყურებას და თითის ქნევას საქართველოს მისამართით“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს