„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ივანიშვილმა მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით, ის ცდილობს გაექცეს 4 ოქტომბერს

ქართველ ხალხთან პირველად, 13 წლის განმავლობაში, ივანიშვილმა მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით. ივანიშვილი ცდილობს, გაექცეს 4 ოქტომბერს, როდესაც არის გამარჯვების დღე, ამიტომ ერთიანად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გავიდეთ რუსთაველზე და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილი,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომელმაც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ბრიფინგი გამართა.

თათია ნიკოლაშვილის განცხადებით, ივანიშვილი გაიქცა ბრძოლის ველიდან და ცდილობს, რომ გაექცეს 4 ოქტომბერს.

„აქედან, სულ რამდენიმე მეტრში, თავის სასახლეში გამოკეტილია შეშინებულ რუსი ოლიგარქი, რომელიც შეაშინა ქართველი ხალხის ერთიანობამ.ქართველ ხალხთან პირველად, 13 წლის განმავლობაში, ივანიშვილმა მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით. ფაქტობრივად ივანიშვილი გაიქცა ბრძოლის ველიდან და ცდილობს, რომ გაექცეს 4 ოქტომბერს, როდესაც არის გამარჯვების დღე. ახლა არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ერთიანად 4 ოქტომბერს ქუდზე კაცი გავიდეთ რუსთაველზე და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილი“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის