ლევან ვეფხვაძე - მშენებლობების ნაწილში შემცირება, უკავშირდება „თეთრი სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით კომპანიების განწყობების გაუარესებას, თუმცა დარწმუნებული ვარ, განწყობები ისევ პოზიტიურად შეიცვლება

ბიზნესკლიმატი, დასაქმების ბარომეტრი და ასევე, საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია - რაც შეეხება გამოწვევებს, ცოტა აწეულია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის კონფერენციის დასრულების შემდგომ განუცხადა.

მისი თქმით, ბიზნესსექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან, რომელმაც თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გამოწვევების სახით არსებული ბარიერები, „ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით შეიცვლება“.

„ბიზნესკლიმატი, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია და ასევე, საინვესტიციო ინდექსიც, თუმცა გამოწვევების ნაწილში, ვნახეთ, რომ ცოტათი აწეულია ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები. ამაზე პრემიერთან ძალიან ღიად იყო საუბარი. მათ შორის, მისი მხრიდან იყო შეპირება, რომ ყველა ის ბარიერი, რომლებიც აქამდე არსებობდა, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით, იქნება შეცვლილი. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ბიზნესასოციაციის კვლევაზე.

რაც შეეხება მშენებლობებს, დღეს „თეთრ სიაზე“ საუბარი არ ყოფილა. დიალოგი სამინისტროსთან მიდის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანი, კომპრომისული შეთანხმება შედგება. ეს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, სამინისტრო, ზოგადად, სახელმწიფო, იყოს უზრუნველყოფილი სტანდარტებით და ვადებით, რასაც სახელმწიფო ითხოვს. მეორე მხრივ, კარგი შემსრულებელი იყოს წახალისებული, რაც თავის დროზე თეთრი სიის მიზანი იყო. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მშენებლობების ნაწილში შემცირებას, სწორედ ესაა, რომ ძირითადი გამოწვევა დღეს მოდის სწორედ იმ პრობლემებით, რომლებიც უკავშირდება სამშენებლო ნაწილში „თეთრი სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით კომპანიების განწყობების გაუარესებას. დარწმუნებული ვარ, განწყობებში შემცირება, ისევ გაიზრდება უფრო პოზიტიურ განწყობებში.

რაც შეეხება ბიზნესმოლოდინებს, გრაფიკზე კარგად ვნახეთ, იქ სადაც იყო გაურკვევლობა, პოლიტიკური არასტაბილურობა, განწყობები ეცემოდა. დღეს განწყობები იზრდება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში