პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი გახსნა და თავის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

პოლონეთმა ბელარუსთან სასაზღვრო მოძრაობა ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე განაახლა, თუმცა, თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

ბელარუსში პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო გადასასვლელებზე სასაზღვრო მოძრაობა 25 სექტემბრიდან აღდგა.

ამჟამად, სამგზავრო მოძრაობისთვის მხოლოდ ტერესპოლ-ბრესტის სასაზღვრო გამშვები პუნქტია გახსნილი, სატვირთო გადაზიდვებისთვის კი - კოროშჩინ-კოზლოვიჩის.

ამასთან, საელჩოში აცხადებენ, რომ მზარდი დაძაბულობის, რეგიონში სამხედრო მოვლენების და პოლონეთის მოქალაქეების თვითნებური დაპატიმრებების შემთხვევების გამო, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს ბელარუსში მოგზაურობას არ ურჩევს.

„უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების დახურვის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს ან შეუძლებელიც კი გახდეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ბელარუსის რესპუბლიკაში ამჟამად მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა არსებული კომერციული და კერძო საშუალებებით“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, 12 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბელარუსს შორის ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია. რუსეთ-ბელარუსული სამხედრო წვრთნების „ზაპად-2025“ გამო, სასაზღვრო მოძრაობა ორივე მიმართულებით -პოლონეთიდან ბელარუსში და პირიქით - შეჩერდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო