კომპანია „ნოვას” დამფუძნებელი - ყველა არასტაბილური სიტუაციის მოლოდინი გუშინ იყო, დღეს იქნება თუ ხვალ, ბიზნესისთვის ხელის შემშლელია - თუ ჩემი სანქცირების მოლოდინიც არის, ეს ჩემი ბიზნესისთვისა და ქვეყნისთვის ცუდია

ყველა არასტაბილური სიტუაციის მოლოდინი ეს გუშინ იყო, დღეს იქნება თუ ხვალ, ბიზნესისთვის არის ხელის შემშლელი - თუ ჩემი სანქცირების მოლოდინიც არის, ეს არის ჩემი ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის ცუდი, - ასე უპასუხა კომპანია „ნოვას” დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზვიად აბულაძემ კითხვას, არის თუ არა ბიზნესისთვის ხელის შემშლელი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოლოდინი.

აღნიშნული განცხადება ბიზნესმენმა ჟურნალისტებთან სასტუმრო “პარაგრაფში” გამართულ კონფერენციის დასრულების შემდგომ გააკეთა. მან ისაუბრა ბიზნესში არსებულ გამოწვევებზეც.

„[ბიზნესში] გამოწვევებია არაპროფესიონალი კადრები ქვეყანაში, ამ კუთხით ძალიან ჭირს. პრემიერს საკმაოდ საქმიანი საუბარი ჰქონდა, რაც ძალიან მომეწონა. ყველაზე მთავარი, რაც არის, ყველაფრის მიმართ არის ადეკვატური მიდგომა.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ქვეყანაში, ძალიან კარგია, მე რომ არ ვთქვა, ამას ყველა კვლევა ადასტურებს, ზრდაა რეგიონში და მთლიანად გარშემო, მე მგონი, ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. თუმცა, ეს ტენდენცია რომ შენარჩუნდეს, გამოწვევებს ადეკვატური, დროული პასუხი სჭირდება”,- განაცხადა აბულაძემ.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა გამოწვევა ბიზნესისთვის 4 ოქტომბერს დაგეგმილი პროტესტი, აბულაძე ამბობს, რომ „ბიზნესისთვის პრობლემა არის ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციას ეხება”.

„ჩვენ ვართ ბიზნესში. ზოგადად ქვეყანაში სიწყნარე, სიმშვიდე ბიზნესისთვის ერთ-ერთი უმთავრესია, ეს ცალსახად, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში. პოლიტიკურ განცხადებებს მე ვერ გავაკეთებ. ბიზნესისთვის პრობლემა არის ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციას ეხება, ზოგადად. ნებისმიერ ბიზნესს, ნებისმიერ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია არ ამშვიდებს, აღელვებს“,- განაცხადა აბულაძემ.

აბულაძემ ასევე უპასუხა კითხვას ირაკლი კობახიძის მიერ ნოემბერში, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე და აღნიშნა, რომ „ბიზნეს გარემოზე ნებისმიერი არასტაბილური რყევა, პოლიტიკური, გავლენას ახდენს, მათ შორის, საუბარია უარყოფითზე“.

„რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ბოლო 4 წლის ჭრილში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 9,4%-ით იზრდება, რაც ძალიან მაღალია.

მილიონებს ვინ „ათეთრებს” და ვინ არ “ათეთრებს” ეგ არ არის… პრობლემა ყველაფერია ის, რაც უკანონოდ ხდება. ზოგადად, რაც უკანონობა ხდება ყველაფერი არის ბიზნესის ხელის შემშლელი და არა წამახალისებელი“,- განაცხადა აბულაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს