ნოშრევან ნამორაძე - 18 წელს გადავცილდი, ვარ ზრდასრული? სადაც მინდა იქ წავალ - რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, როგორ არ უნდა ვიდარდო, იმიტომ, რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას!

რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა ვიდარდო [ივანიშვილის დასანქცირებაზე] იმიტომ, რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ ჟურნალისტების კითხვას, ეხმარება თუ არა ბიძინა ივანიშვილს სანქციებისგან თავის დაცვაში.

მანამდე, მან კონკრეტულ მედიასაშუალებებს მიმართა.

„გადავწყვიტე, რომ თქვენ კომენტარი საერთოდ არ მოგცეთ, არც თქვენ [ტვ.პირველს] და არც „ფორმულას“. რაღაც ადამიანობა არ გაქვთ? როგორ შეიძლება ადამიანს ასე გაუმწაროთ ცხოვრება, ასეთ დონეზე?!“ განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.

მან, ასევე, ბრიტანეთში მისი ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ზრდასრული ადამიანი ვარ. სადაც მინდა, იქ წავალ და იქ ვიქნები. 18 წელს გადავცილდი... 18 წელს გადავცილდი-მეთქი, ვარ ზრდასრული? სადაც მინდა იქ წავალ“, - განაცხადა ნამორაძემ.

კითხვაზე, ეხმარება თუ არა ბიძინა ივანიშვილს სანქციებისგან თავის დაცვაში, ასე უპასუხა:

„თქვენ ნუ დარდობთ,თქვენ იდარდეთ აი, ასეთ მოქმედებებზე, რასაც თქვენ შვრებით. რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა ვიდარდო [ივანიშვილის დასანქცირებაზე] იმიტომ, რომ კაცია, რომელიც უდგას ამ ქვეყანას სათავეში და მაგრად უდგას. თქვენ რასაც უშვრებით ოჯახებს, ცოტა ხნის წინ, მე რა მიქენით?! მეუბნებით, „გაიქეციო“, „იმალება“, “დატოვა“ - ეს ჩემი ნათქვამია?! თქვენ ხართ უსირცხვილოები“, - განაცხადა ნამორაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს