ბათუმში ავტოავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი თავდაპირველად ქვეითად მყოფ შუახნის მამაკაცს შეეჯახა, შემდეგ კი, იქვე მდგომი ავტომობილები დააზიანა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის”, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება