ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია მის მიმართ სანქციების, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, პრაქტიკულად, მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაუყინეს თანხები, ვერ შეაშინებენ ამ კაცს სანქციებით და არ არის საინტერესო

ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არავითარი სანქციების. მის მიმართ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, პრაქტიკულად, მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაუყინეს თანხები, ვერ შეაშინებენ ამ კაცს სანქციებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ინფორმაციაზე, რომ „კონკრეტული ბიზნესმენები ესაუბრებიან დასავლეთის ლიდერებს, რომ არ მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება“.

ასევე, კითხვაზე, თუ ვინ არის „ქართული ოცნების“ ბიზნესელჩი საქართველოში, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი.

„ჩვენ გვყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი. ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, ქვეყნის გარეთ, სწორედ, ეკონომიკის მინისტრი ესაუბრება ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ მისი მანდატია. ბიზნესმენს შეუძლია თავისი სახელით ესაუბროს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ეს არ არის ჩვენი მმართველობის სფეროს ნაწილი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში წარმოადგენს ეკონომიკის მინისტრი. შეიძლება რიგითი ადამიანი საუბრობდეს ვიღაცასთან, ეს მათი საქმეა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ წარმოგვადგენს ეკონომიკის მინისტრი ბიზნესთან ურთიერთობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეკონომიკის მინისტრი საუბრობს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს კონკრეტულად სახელმწიფოს ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით. რაც შეეხება ბიზნესმენების საუბრებს, ეს ბიზნესმენების საქმეა“,- განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ