კახა კალაძე ევროპის საბჭოს განცხადებაზე - ჩემთვის დასტურია ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დაბრუნებულია წარსულში, რეგრესირებს,  ეს არის დღევანდელი მოცემულობა

ჩემთვის დასტურია ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დაბრუნებულია წარსულში, რეგრესირებს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა სამწუხაროდ,- ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპის საბჭოს განცხადებას.

გარდა ამისა, ევროპის ქვეყნების ზოგიერთ ელჩზე საუბრისას, კალაძემ აღნიშნა, რომ ელჩებს „არავითარი უფლება აქვთ ჩაერიონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში“.

„ჩემთვის დასტური არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დაბრუნებულია წარსულში, რეგრესირებს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა სამწუხაროდ.

რაც შეეხება ელჩებს, მათ არავითარი უფლება აქვთ ჩაერიონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. აკეთებდნენ იმ ტიპის განცხადებებს, როგორსაც აკეთებენ. სამწუხაროდ, ამას დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს პროცესები იმართება გარედან, გლობალური ომის პარტიიდან, ე.წ. „დიფ სტეიტის“ მხრიდან. ყველას ჰყავს თავისი პატრონი. ამ შემთხვევაში, ის კონკრეტული რამდენიმე ელჩი ასრულებს დავალებას, რაც მოდის, რომ მან უნდა გააკეთოს ამ ტიპის განცხადება, უნდა წაახალისოს აგრესია, მოძალადე. ეს არის სამწუხარო რეალობა.

უამრავი ორმაგი სტანდარტის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, იგივე, არჩევნებთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებითაც, რომ ისინი ყოველთვის მარცხს განიცდიან ქვეყანაში. სადაც პოლიტიკური ნარატივი არ არის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოზე აქვეყნებს, რომ ქვეყანა წინ მიდის, რეფორმებს ახორციელებს, წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, ვართ მოწინავე ქვეყანა ევროპის სახელმწიფოებს შორისაც, თუნდაც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. როგორც კი შემოდის პოლიტიკური ნარატივი, მაშინვე იწყება იმ ცრუ განცხადებების გავრცელება, ცილისწამება, მუქარები და ა.შ. ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ომში, გვაქვს მშვიდობა, ქვეყანა არ შეუერთდა სანქციას, არ დავანგრიეთ საკუთარი ეკონომიკა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ შეშფოთება არის გამოთქმული.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია ევროკავშირის მზაობა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ მისწრაფებებსა და გაწევრიანებისკენ ქვეყნის გზას თუ საქართველოს მთავრობა თავის ამჟამინდელ კურსს შეცვლის.

ევროკავშირის ქვეყნების გარდა განცხადებას ასევე, შეუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის