„დროას“ წევრის განცხადებით, აქციის ფარგლებში  გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მის სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მივიდა, რომელიც ამოღების მიზნით, საყოფაცხოვრებო ნივთებს აღწერს

„დროას“ წევრის, ნათია ლეთოდიანის განცხადებით, ბათუმში, 31 იანვარს, აქციის დროს გამოწერილი ჯარიმის გადაუხდელობისთვის, მის სახლში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მივიდა.

როგორც ლოთედიანი აცხადებს, ეს არის „რუსი ხელისუფლების მიერ მოგონილი ახალი სტილი, ახალი ბრძანება და ტერორის ახალი სახე”.

„დღეს აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი, ზაურ კაპანაძე მოვიდა იმ სახლში, რომელშიც რეგისტრირებული ვარ. მან მითხრა, რომ საქმე ეხება ბათუმში, 31 იანვარს, აქციების დროს, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო გამოწერილ ჯარიმას, რომელიც მე არ გადავიხადე. არ ვაღიარებ არც ამ ჯარიმას და არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას.

ორი თვის წინ დამაყადაღეს და 2 თვის შემდეგ აღსრულება მოვიდა ჩემთან, რათა აღეწერა ყველა ის ნივთი, რომელიც სახლშია - დაწყებული ტელევიზორიდან, გაგრძელებული მაგიდით, სარეცხი მანქანით, მაცივრით თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. ეს არის რუსი ხელისუფლების მიერ მოგონილი ახალი სტილი, ახალი ბრძანება და ტერორის ახალი სახე. ეს ჩვენზე არ იმოქმედებს. აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები ჩემთან და სხვა ადამიანებთან მისვლით ვერ შეგვაშინებენ ამ ბრძოლაში.

რადგან ადვოკატთან კონსულტაციები უნდა გავიარო, ამ ადამიანს ვთხოვე, ორშაბათამდე მოეცა დრო. ორშაბათს ველოდები მათ ხელახალ ვიზიტს, რათა აღიწეროს ყველა ნივთი, რაც სახლშია, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლში. შემდეგ უკვე, აღსრულების პოლიციას გადაეცემა ეს საქმე და არ ვიცი, ამ ნივთებს რა ბედი ეწევა“,- განაცხადა ნათია ლეთოდიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის