რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. უწყვეტი პროტესტის 303-ე დღესაც, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. „საკუთარი ხალხის მტერი არ დარჩება დაუსჯელი!“ - სკანდირებენ ისინი.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში