ანა დოლიძე - ჩვენ 4 ოქტომბერს განვიხილავთ როგორც ნაწილს 300-ზე მეტ დღიანი პროტესტისა - შეურიგებლობა „ქართული ოცნების“ მიმართ გაგრძელდება

არავითარ სიმბოლური ქმედებებში, რაც დაგეგმილია 4 ოქტომბერს, არ ვმონაწილეობ და სამართლებრივადაც ვერ ვცნობ, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, 4 ოქტომბერი 300-ზე მეტ დღიანი პროტესტის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა განსხვავებული დღეა, რადგან აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა.

„ჩვენ 4 ოქტომბერს განვიხილავთ როგორც ნაწილს 300-ზე მეტ დღიანი პროტესტისა. შეურიგებლობა „ქართული ოცნების“ მიმართ გაგრძელდება. 4 ოქტომბრის საორგანიზაციო ნაწილს რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ მიხვიდე აქციაზე, პარტია „ხალხისთვის“ ამაში არაფერში მონაწილეობას არ იღებს. იმედია, რომ ის ხალხი, ვინც დღეს დაპირებებს გასცემს, შემდეგ ამ დაპირების გამო შედეგზე პასუხს აგებს. პასუხისმგებლობის საკითხი მწვავედ დგას ჩვენს პოლიტიკაში. მე როცა დაპირებებს გავცემ, იმას ვასრულებ, ამიტომ ამ შემთხვევაში არ გავცემ. ვინც აორგანიზებს, მან გასცეს. არავითარ სიმბოლური ქმედებებში, რაც დაგეგმილია, არ ვმონაწილეობ და სამართლებრივადაც ვერ ვცნობ. მიმაჩნია, რომ ეს იქნება პარტიული შეკრება, არჩევნები, ყრილობა თუ რაც არის. 4 ოქტომბერს განვიხილავ როგორც 300-ზე მეტ დღიანი პროტესტის ერთ განსხვავებულ დღეს, რადგან იქნება ბევრი ხალხი. შესაბამისად, ვანიჭებ ასეთ მნიშვნელობას: ერთმანეთი დავინახოთ, გავამხნეოთ, დასავლეთს დავანახოთ ჩვენი თავი. რაც შეეხება იმას, რას დაინახავს აქედან „ქართული ოცნება“, რეალისტურად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული: ხალხის რაოდენობაზე, გეოპოლიტიკურად რა ხდება, ამაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, არ აქვს სურვილი დარჩეს იმ პროცესში, სადაც პარტიები მუდმივად კინკლაობენ.

„პარტიებიდან უმეტესობა დროს ატარებს იმაში, რომ ერთმანეთს ებრძვის. საერთოდ არავითარი სურვილი არ მაქვს, ამ ძველ მოცემულობაში ჩავრჩე. უკვე გამოვიგლოვე ის პროცესი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიტაცა სახელმწიფო და გაიფორმა, შევეგუე ამას, როგორც რეალობას, თუმცა ბრძოლა არ შემიწყვეტია. კოალიციების ეპოქაში არ ვარ ჩარჩენილი, ეს ეპოქა ძველია. მე ვცდილობ, რომ საქმეები გავაკეთო. 4 აგვისტოდან რატომ ვსაუბრობთ იმაზე, რას ვაკეთებთ 4 ოქტომბერს? ამის პარალელურად ხდება სერიოზული რაღაცები, რაც ყველას ავიწყდება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას