მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ამ კვირაში გადმოატანინა ჩემი „სასამართლო“ განხილვები, კვირის დასაწყისში კი მკვეთრად ააჩქარა და ყოველდღე ჩანიშნა სხდომები - ჩემი შემდგომი „გასამართლება“ საჭიროა 4 ოქტომბრის წინ

ივანიშვილმა ამ კვირაში გადმოატანინა ჩემი „სასამართლო“ განხილვები, ხოლო კვირის დასაწყისში კი მკვეთრად ააჩქარა და ყოველდღე ჩანიშნა სხდომები, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

როგორც სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, ივანიშვილი ამას აკეთებს თავის კურატორების ინსტრუქციით.

„რატომ მაინცდამაინც ახლა? ამას აქვს სამი ძირითადი მიზეზი:

ეს კვირა ემთხვევა ჩემს გაეროში გამოსვლის წლისთავს, რომელმაც მაშინ დიდი პრობლემები შეუქმნა რუსებს.

კვირის ბოლოს მოლდოვაში იმართება არჩევნები, სადაც რუსეთი ისევეა ჩართული, როგორც აქ 2012-ში. შესაბამისად მათ სურთ ჩემი მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად დამძიმება.

მე მოლდოვაში ძალიან კარგად ვარ ცნობილი და ასევე ჩემი ახალი „სასჯელებით“ მოსკოვი სიგნალს უგზავნის ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ მაია სანდუს.

ასევე ჩემი შემდგომი „გასამართლება“ საჭიროა 4 ოქტომბრის წინ.

ყველაზე ცინიკური ისაა, რომ მე, რომელიც ვარ საქართველოში და უკრაინაში კორუფციის მთავარი მტერი და კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი მსოფლიოში, პატიმრობაში ვიმყოფები პიჯაკების ყიდვისთვის და „ვენოკებისთვის“, მაშინ როცა თითზე გადასახვევი არ წამიღია საქართველოდან“,- წერს სააკაშვილი თავის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის